ყოველი პატარა იდეა ერთი ნაბიჯით იწყება, რომელიც შემდგომ დიდი პროცესის დასაწყისი ხდება.

„ბეტონx-ის” შექმნის ისტორიაც სწორედ ასეთ იდეას უკავშირდება. მიზანი თავიდანვე მკაფიო იყო – სამშენებლო სექტორისთვის ისეთი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება, რომელიც ხარისხის, სტაბილურობისა და სანდოობის მაღალ სტანდარტებს უპასუხებდა. წლების განმავლობაში ეს იდეა განვითარდა, გაძლიერდა და დღეს უკვე მრავალ მნიშვნელოვან პროექტშია ასახული.

ვიდეოს მთავარი მიზანიც ამ გზისა და ღირებულებების გადმოცემაა, ასევე, იმის ჩვენება, რომ ყოველი განვითარებული სივრცე იწყება იდეიდან, რომელსაც მყარი საფუძველი სჭირდება. საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ დღევანდელ შედეგს, არამედ ხვალინდელ მდგრად განვითარებასაც.

„ბეტონx“ სწორედ ამ საფუძველს ქმნის – მტკიცეს, სტაბილურსა და ხანგრძლივს. საფუძველს, რომელიც იდეებს რეალობად აქცევს, პროექტებს სიმყარეს სძენს და მათ დროის გამოცდის ღირსეულად გავლაში ეხმარება.

რადგან ყოველი დიდი შედეგის უკან დგას ერთი მნიშვნელოვანი რამ, იდეა, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა და დღემდე აგრძელებს განვითარებას.